„ბრაგასთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელია სრული დატვირთვით ვარჯიშობს #1TVSPORT
„ბრაგასთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელია სრული დატვირთვით ვარჯიშობს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში „ბრაგასთან“ მონაწილეობას მიიღებს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა corrieredellosport-ი ავრცელებს.

„შეშფოთება გაქრა. ხვიჩა კვარაცხელიამ „ბრაგასთან” მატჩამდე გუნდთან ერთად დღეს დილით სრული დატვირთვით ივარჯიშა. ქართველმა გარემარბმა კვირას გრიპის გამო ვერ მიიღო საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს, ჯგუფს შეუერთდა და ამიტომ პორტუგალიელებთან მატჩში ვალტერ მაძარი მის გამოყენებას შეძლებს.

ამას გარდა, კაიუსტემაც ივარჯიშა, ხოლო მარიო რუი ფორმის აღდგენას ჯერ კიდევ ინდივიდუალური რეჟიმით ცდილობს. ოლივერა თერაპიის კურსს ასრულებს და დარბაზში ისიც ინდივიდუალურად მუშაობს.

„ნაპოლის“ მოთამაშეს რთულ პერიოდი დაუდგა, რაც „იუვენტუსთან“ მატჩში გაფუჭებული მომენტით კიდევ უფრო დამძიმდა. მას ერთ წელზე მეტია, ჩემპიონთა ლიგაზე არ გაუტანია. ბოლო გოლი 2022 წლის 12 ოქტომბერს ნეაპოლში „აიაქსის” წინააღმდეგ გაიტანა. მას ამ უგოლო სერიის შეწყვეტა სურს“, – წერს იტალიური გამოცემა.

„ნაპოლისა“ და „ბრაგას“ მატჩი 12 დეკემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.