„ბრაგას“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რიკარდუ სა პინტუ გადააყენა – იუწყება პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
47 წლის სპეციალისტმა „ბრაგა“ სულ ცოტა ხნის წინ, 2019 წელს ჩაიბარა. რიკარდუ სა პინტუმ ევროპის ლიგის 1/16 ფინალში გაიყვანა, სადაც მისი უახლოესი მეტოქე გლაზგოს „რეინჯერსი“ იქნება.
„ბრაგა“ პორტუგალიის ჩემპიონატში არცთუ წარმატებით ასპარეზობს და 14 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზე იმყოფება.
სა პინტუს საკმაოდ კარგი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი „სპორტინგს“, „ცრვენა ზვეზდას“, „სტანდარტსა“ და „ლეგიას“ წვრთნიდა, აგრეთვე ხელმძღვანელობდა საბერძნეთისა და საუდის არაბეთის კლუბებს.
„ბრაგას“ ახალი მწვრთნელის კანდიდატურა ჯერჯერობით არ სახელდება.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული