„ბოტაფოგომ“ პირველად მოიგო ლიბერტადორესის თასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მონაწილე გახდა #1TVSPORT
ბუენოს აირესში გაიმართა 2024 წლის კოპა ლიბერტადორესის ფინალი, რომელშიც ბრაზილიური დაპირისპირება შედგა. „ბოტაფოგომ“ 3:1 დაამარცხა „ატლეტიკო მონეირო“.
„ბოტაფოგო“, რომელიც თავის ისტორიაში პირველად მოიგო სამხრეთ ამერიკის რანგით პირველი საკლუბო ტურნირი, გახდა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო, რიგით 32-ე მონაწილე.
სრული სია ასე გამოიყურება:
ევროპა (12) – ჩელსი, მანჩესტერ სიტი (ორივე – ინგლისი), რეალი, ატლეტიკო (ორივე – ესპანეთი), ბაიერნი, დორტმუნდი (ორივე – გერმანია), ინტერი, იუვენტუსი (ორივე – იტალია), პორტუ, ბენფიკა (ორივე – პორტუგალია), პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი), ზალცბურგი (ავსტრია);
სამხრეთ ამერიკა (6) – პალმეირასი, ფლამენგო, ფლუმინენსე, ბოტაფოგო (ყველა – ბრაზილია), რივერ პლეიტი, ბოკა ხუნიორსი (ორივე – არგენტინა);
ჩრდილოეთ ამერიკა (4) – მონტერეი, პაჩუკა, ლეონი (ყველა – მექსიკა), სიეტლ საუნდერსი (აშშ);
აფრიკა (4) – ალ-აჰლი (ეგვიპტე), ვიდადი (მაროკო), ესპერანსი (ტუნისი), მამელოდი სანდაუნსი (ს. აფრიკა);
აზია (4) – ალ-ჰილალი (საუდის არაბეთი), ურავა რედ დაიმონზი (იაპონია), ალ-აინი (საამიროები), ილსანი (ს. კორეა);
ოკეანეთი (1) – ოკლენდი (ზელანდია);
აშშ (1) – ინტერ მაიამი.
განახლებული კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი 2025 წელს 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება. წილისყრა 2024 წლის 5 დეკემბერს გაიმართება.