„ბოსტონმა“ „ტორონტო“ მეხუთე მატჩში დამაჯერებლად დაამარცხა და კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა (ვიდეო)

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში კვლავ „ბოსტონი“ დაწინაურდა. ბრედ სტივენსის გუნდმა „ტორონტოსთან“ რიგით მეხუთე მატჩში თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყვიტა. შესვენებაზე „სელტიკსი“ 27-ქულიანი უპირატესობით გავიდა. NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა მესამე და მეოთხე პერიოდებში ვერაფერი შეცვალა და საბოლოოდ 111-89 დამარცხა.

„ბოსტონის“ რიგებში 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯეისონ ტეიტუმმა. ყველაზე შედეგიანი 27 ქულით ჯეილენ ბრაუნი გამოდგა. 21 ქულით დაასრულა შეხვედრა კემბა ვოკერმა.

„ტორონტოს“ შემადგებლობაში ყველაზე მეტი 18 ქულა ფრედ ვანვლეტმა დააგროვა. 16 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს ნორმან პაუელმა.

სელტიკსს“ კონფერენციის ფინალამდე ერთი მოგება აშორებს.