„ბოსტონმა“ „კლიპერსი“ სტუმრად დაამარცხა, ტეიტუმი საუკეთესო იყო – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „კლიპერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ „ბოსტონს“ უმასპინძლა.
პირველი ტაიმი ლოს ანჯელესელებმა უკეთ ჩაატარეს და შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმი „სელტიკსმა“ ძალიან აქტიურად დაიწყო. მესამე პერიოდი ბოსტონელებმა დიდი სხვაობით მოიგეს (38-20). საბოლოოდ კი ბრედ სტივენსის გუნდმა 4 ქულის სხვაობით (119-115) გაიმარჯვა.
სტუმართა შორის საუკეთესო 34 ქულით ჯეისონ ტეიტუმი გამოდგა. 24 ქულა ჰქონდა კემბა უოკერს. „კლიპერსის“ რიგებში კი 28 ქულითა და 11 მოხსნით ყველაზე შედეგიანი კავაი ლეონარდი იყო. ნიკოლა ბატუმის ანგარიშზე 16 ქულაა.
„ბოსტონს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 11 მოგება და 9 მარცხი აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. „კლიპერსი“ კი 17 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე-მესამე ადგილებს „ლეიკერსთან“ იყოფს.
კლიპერსი – ბოსტონი 115:119
https://www.youtube.com/watch?v=m_e04EbrmIw
ინდიანა – ნიუ ორლეანსი 113:114
https://www.youtube.com/watch?v=4aiR2U-F9wM
ორლანდო – ჩიკაგო 123:119
https://www.youtube.com/watch?v=r3yWY5c-7LY
ბრუკლინი – ტორონტო 117:123
https://www.youtube.com/watch?v=WnJxVLdKVTc
კლივლენდი – მილუოკი 105:123
https://www.youtube.com/watch?v=Mh25SxICZ1I
შარლოტი – იუტა 121:138
https://www.youtube.com/watch?v=7t9LC7zcdpM
მაიამი – ვაშინგტონი 122:95
https://www.youtube.com/watch?v=_rosXC8Lxf0
ოკლაჰომა – მინესოტა 103:106
https://www.youtube.com/watch?v=V32zahOGrzE
ფინიქსი – დეტროიტი 109:92
https://www.youtube.com/watch?v=kJqt0it3Vk0