„ბოსტონმა“ გალინარისთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„ბოსტონმა“ გალინარისთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

NBA-ის ფინალისტმა „ბოსტონ სელტიქსმა“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა ფორვარდ დანილო გალინარისთან, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსში იმყოფება. ამის შესახებ ESPN-მა დაწერა მოთამაშის აგენტზე დაყრდნობით.

ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის სანაცვლოდაც 33 წლის იტალიელი 13.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონზე გალინარი „ატლანტა ჰოქსში“ თამაშობდა. მან რეგულარულ ჩემპიონატში 66 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 11.7 ქულა, 4.7 მოხსნა და 1.5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.