„ბოსტონმა“ და „ფილადელფიამ“ 17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ მოიგეს, ემბიდმა ბაზერ-ბიტერი ჩააგდო, ჩემპიონმა საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა – NBA, პლეი ოფი, პირველი რაუნდი [ვიდეო] #1TVSPORT
MILWAUKEE, WISCONSIN - APRIL 20: Zach LaVine #8 of the Chicago Bulls is defended by Giannis Antetokounmpo #34 of the Milwaukee Bucks in the second quarter during Game Two of the Eastern Conference First Round Playoffs at Fiserv Forum on April 20, 2022 in Milwaukee, Wisconsin. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Stacy Revere/Getty Images)
ფაქტები
* „ბოსტონმა“ 17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ შეძლო სერიის მეორე მატჩის მოგება.
* „ბოსტონი“ მატჩში პირველად წინ სირენამდე რვა წუთით ადრე გავიდა.
* კევინ დურანტმა მეორე ტაიმში თამაშიდან ვერც ერთი ტყორცნა ვერ ჩააგდო. მთლიანად მატჩში მან 17 სროლიდან მხოლოდ ოთხი გამოიყენა.
* კაირი ირვინგმა 13-დან ოთხი ბურთი ჩააგდო და 10 ქულა დააგროვა.
* დურანტსა და ირვინგს მეორე ტაიმში ერთად 17-დან ერთი ზუსტი ტყორცნა ჰქონდათ.
* ჯეილენ ბრაუნმა და პეიტონ პრიტჩარდმა მეოთხე მეოთხედში 18 ქულა ჩააგდეს.
* „ბოსტონმა“ პირველ ტაიმში ცხრა შეცდომა დაუშვა.
* * *
* ჯოელ ემბიდმა ოვერტაიმის დასრულებამდე 0.8 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და „ფილადელფია“ სერიაში 3:0 დააწინაურა.
* „ფილადელფიამ“ 17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ გაიმარჯვა.
* „ფილადელფია“ ძირითად დროში არც ერთხელ არ ყოფილა დაწინაურებული.
აღმოსავლეთი
ბოსტონი-ბრუკლინი 114:107
24:33, 31:32, 30:25, 29:17
ბოს: ჯ. ბრაუნი (22+6 პასი), ტეიტუმი (19+10 პასი), უილიამსი (17), ჰორფორდი (16), ტაისი (15), სმარტი (12), პრიტარდი (10).
ბრუკ: დურანტი (27), ბ. ბრაუნი (23+8 მოხსნა), დრაგიჩი (18), სეტ კარი (16), ირვინგი (10+8 მოხსნა).
სერია: 2-0
ტორონტო-ფილადელფია 101:104 (ო)
29:19, 27:27, 19:28, 20:21, 6:9
ტ: ანუნობი (26), ტრენტი (24), აჩიუვა (20), ვანვლიტი (12+9 პასი), სიაკამი (12).
ფ: ემბიდი (33+13 მოხსნა), მაქსი (19), ჰარდენი (19+10 პასი), ჰარისი (11+12 მოხსნა).
სერია: 0-3
მილუოკი-ჩიკაგო 110:114
28:29, 21:34, 31:24, 30:27
მ: ი. ანტენტოკუნმპო (33+18 მოხსნა+9 პასი), ბ. ლოპესი (25), მიდლტონი (18+8 პასი), ჰოლიდეი (15+6 პასი), მეტიუზი (11).
ჩ: დეროზანი (41+7 მოხსნა), ვუჩევიჩი (24+13 მოხსნა), ლავინი (20), უილიამსი (10+9 მოხსნა), კარუზო (9+10 პასი).
სერია: 1-1