ბოსტონი კონფერენციის ფინალშია - ტეიტუმმა გადამწყვეტ მატჩში 29 ქულა დააგროვა (ვიდეო)

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „მაიამის“ მეტოქე დღეს გაირკვა. „ბოსტონმა“ ნახევარფინალური ეტაპის გადამწყვეტი, მე-7 მატჩი მოქმედ ჩემპიონ „ტორონტოს“ 92:87 მოუგო.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმა. მან 29 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ტეიტუმის ანგარიშზე ასევე 7 პასია. ჯეილენ ბრაუნმა შეხვედრა 21 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. 16 ქულა მიითვალა მარკუს სმარტმა. 14 ქულას დასჯერდა კემბა უოკერი.

რეპტორსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 20 ქულა ფრედ ვანვლეტის ანგარიშზეა. კაელ ლაურიმ საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია სტარტს 16 სექტემბერს აიღებს. „ბოსტონი“ სუპერფინალში გასასვლელად „მაიამის“ დაუპირისპირდება.