„ბოსტონ სელტიქსის“ მწვრთნელი ლიგის მატჩებში ჩხუბის დაშვებასა და რიცხობრივ უპირატესობაში თამაშს ითხოვს #1TVSPORT
„ბოსტონ სელტიქსის“ მწვრთნელი ლიგის მატჩებში ჩხუბის დაშვებასა და რიცხობრივ უპირატესობაში თამაშს ითხოვს #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოქმედი ჩემპიონის „ბოსტონ სელტიქსის“ მთავარი მწვრთნელი ჯო მაზულა გამოვიდა წინადადებით – ლიგის მატჩებში ნებადართული იყოს ჩხუბები და რიცხობრივ უპირატესობაში თამაში, როგორც ეს ჰოკეის ეროვნულ ლიგაშია (NHL).

„ყველაზე დიდი რამ, რაც ხალხს გართობის ელემენტებს ართმევს ისაა, რომ NBA-ში არ არის ნებადართული ჩხუბები. მინდა, რომ ლიგაში გაჩნდეს ჩხუბები… რა შეიძლება იყოს იმაზე საინტერესო, ვიდრე მცირე კონფლიქტი? რატომ არის ბეისბოლში ნებადართული მოთამაშეების გაძევება, თუ ისინი სათადარიგოთა სკამს ტოვებენ? ყოველ ჯერზე, როცა NBA-ში ვიღაცას ურტყამენ, თქვენ არ გჭირდებათ მონიტორთან მისვლა იმის შესამოწმებლად, იყო თუ არა კონფლიქტი.

უბრალოდ არ მესმის, სპორტის ზოგიერთ სახეობაში რატომ არის დაშვებული სათადარიგოთა სკამიდან რეზერვის მოთამაშეების მოშორება. იმ სპორტებში არის შაიბები, ჯოხები, სკამები გაძევებულებისთვის, ჩვენ კი მხოლოდ ბურთი გვაქვს და არ შეგვიძლია ცოტა ვიჩხუბოთ.

ჩვენთანაც უნდა იყოს რიცხობრივ უპირატესობაში თამაში. ტექნიკური ჯარიმის შემდეგ, უნდა თამაშობდეთ „ხუთი ოთხზე“, თუნდაც ერთი შეტევის განმავლობაში ან მეტოქის ნახევარზე ოთხი-ხუთი პასის დროს“, – მოჰყავს მაზულას სიტყვები გამოცემა Basket News-ს.