ბოსნიური გამოცემა - გულიაშვილმა „სარაევოსთან“ კონტრაქტი გააგრძელა, მაგრამ, შესაძლოა, გუნდი მაინც დატოვოს #1TVSPORT
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გულიაშვილმა „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა, ის, შესაძლოა, უფრო ძლიერი ლიგის კლუბში გადავიდეს – ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა SportSport-ი ავრცელებს.
„სარაევომ“ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ხელსაყრელი შეთავაზება მიიღო და ქართველმა, შესაძლოა, კლუბი დატოვოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კლუბს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. გულიაშვილის შეძენა უნგრულ „ფერენცვაროშსა“ და სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ სურთ. ასევე არის შეთავაზებები საუდის არაბეთის, იტალიისა და ბელგიის კლუბებიდან.
„სარაევოს“ შესაძლო ტრანსფერიდან შეუძლია ორ მილიონ ევროზე მეტი თანხა მიიღოს და ამავე დროს, მომდევნო გაყიდვიდანაც გარკვეული პროცენტი გამოიმუშაოს“, – ამტკიცებს ბოსნიური გამოცემა.