ბოსნიური გამოცემა – გულიაშვილის ტრანსფერში ამერიკული კლუბი „სარაევოს“ 3.7 მილიონ დოლარს სთავაზობს #1TVSPORT
„სარაევოს“ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერში 3.7 მილიონ დოლარს სთავაზობენ და შესაძლოა, კლუბი ტრანსფერს დათანხმდეს – ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა Faktor-ი ავრცელებს.
„შესაძლოა, „სარაევომ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის კაპიტანი და საუკეთესო მოთამაშე გიორგი გულიაშვილი გაყიდოს – ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი აშშ-ის ჩემპიონატის (MLS) ერთ-ერთმა კლუბმა გამოთქვა, რომელიც მზადაა, ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერში 3.7 მილიონი დოლარი გადაიხადოს.
იმავე წყაროს ცნობით, არიან სხვა დაინტერესებული კლუბებიც, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ევროთასებზე გუნდის კაპიტანი „სარაევოში“ ითამაშებს.
ეს ინფორმაცია Dribler-ის პოდკასტში ექსკლუზიურად გამჟღავნდა, რომლის რედაქტორები და წამყვანები მარიან მიალოვიჩი და ედინ ისანოვიჩი არიან“, – წერს ბოსნიური გამოცემა.