ბოსნია ჰერცოგოვინაში ლუკა ჩოფიკაშვილი მესამე ადგილზე გავიდა

19:20, 20.02.2019

20 თებერვალს ბელასნიცაში (ბოსნია ჰერცოგოვინა) საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით  შეჯიბრი ფრისტაილის „ბიგ აერის“ სახეობაში გაიმართა, სადაც ქართველი ფრისტაილერი – ლუკა ჩოფიკაშვილი ასპარეზობდა. საბოლოოდ ახალგაზრდა ქართველმა მესამე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის პერსპექტიული მოთხილამურე საზღვარგარეთ შეჯიბრებაზე პირველად გამოვიდა.

ხვალ, 21 თებერვალს „სლოუფსტაილის“ შეჯიბრებაა დაგეგმილი.

წყარო: საქართველოს სათხილამურო ფედერაცია

მსგავსი