ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო - მოედანზე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კვარაცხელია იქნება #1TVSPORT
ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო - მოედანზე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კვარაცხელია იქნება #1TVSPORT

ბოსნია – ჰერცეგოვინისა და საქართველოს ნაკრებები დღეს, 23:45 საათზე, ზენიცას „ბილინო პოლეზე“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

მატჩის დაწყებამდე, ორი ნაკრების შედარებისთვის საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ:

ბოსნია და ჰერცეგოვინა უფრო ძვირადღირებული მოთამაშეებისგან შედგება, თუ Transfermarkt-ის შეფასებებს ავიღებთ. მოედანზე ყველაზე ძვირღირებული მოთამაშე კი საქართველოს ნაკრებს ჰყავს.

ფიფა-ს რეიტინგი

ბოსნია და ჰერცეგოვინა 59-ე ადგილი

საქართველო – 86-ე

გუნდის ჯამური ღირებულება

ბოსნია და ჰერცეგოვინა –  61,80 მილიონი ევრო

საქართველო – 39,10 მილიონი ევრო

ყველაზე ღირებული მოთამაშეები

ბოსნია და ჰერცეგოვინა

ერმედინ დემიროვიჩი (7,5 მილიონი ევრო, ფრაიბურგი)

რადე კრუნიჩი (7,5 მილიონი ევრო, მილანი)

საქართველო

ხვიჩა კვარაცხელია (16 მილიონი ევრო, ბათუმის დინამო)

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს Transfermarkt-ი უფრო ძვირად აფასებს, ვიდრე მასპინძლების ორივე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს.

მოთამაშის საშუალო ღირებულება

ბოსნიის ნაკრები – 2,69 მილიონი ევრო

საქართველოს ნაკრები – 1,70 მილიონი ევრო

2022 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორივე გუნდმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. მთავარი წარმატება ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ბრაზილიაში გამართულ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მხოვედრა იყო, საქართველომ კი 2020 წელს ევრო 2020-ის პლეი ოფში ითამაშა.

გუნდის საშუალო ასაკი

ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრები -26,6 წელი

საქართველოს ნაკრები – 26,7

უცხოეთის ლიგის მოთამაშეები: 

ბოსნია დაჰერცეგოვინა – 23, საქართველო – 17

ბოლო ათი თამაში

ბოსნია – 2 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება

საქართველო – 4 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება