„ბორუსიასა“ და „ჰერტას“ შორის მატჩის დროს არეულობისას 45 ადამიანი დაშავდა
„ბორუსიასა“ და „ჰერტას“ შორის მატჩის დროს არეულობისას 45 ადამიანი დაშავდა

დორტმუნდში საფეხბურთო კლუბებს „ბორუსიასა“ და „ჰერტას“ შორის მატჩის დროს მომხდარი არეულობის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია დორტმუნდის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანული მედიის ცნობით, დაპირისპირება მოხდა როგორც ტრიბუნებზე, ისე სტადიონის საპირფარეშოებში. ბერლინის „ჰერტას“ გულშემატკივრები, რომლებსაც ხელში დროშის ტარები ეკავათ, პოლიციას დაუპირისპირდნენ. არეულობის დროს დაშავებულთა შორის ხუთი სამართალდამცველია. დაუზუსტებელია დაკავებულთა რაოდენობა.

დორტმუნდის „ბორუსიასა“ და ბერლინის „ჰერტას“ შორის მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა.