ბორუსიას გულშემატკვირებმა მატჩი ორჯერ შეაჩერეს
ბორუსიას გულშემატკვირებმა მატჩი ორჯერ შეაჩერეს

ბუნდესლიგის მორიგი ტურის მატჩი დორტმუნდის ბორუსიასა და ნიურნბერგს შორის (0-0) ორჯერ შეწყდა, რისი მიზეზიც გულშემატკივრების მიერ მოედანზე გადაყრილი შავად შეღებილი ჩოგბურთის ბურთები გახდა. ასეთი ხერხით გერმანელმა ფეხბურთის მოყვარულებმა მატჩების ორშაბათს საღამოს დანიშვნა გააპროტესტეს – პრაქტიკა, რომელიც მხოლოდ 2021-22 წლების სეზონში გაუქმდება.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ზედიზედ მეხუთე მოუგებელი მატჩი ბორუსიასთვის.

ამჟამად დორტმუნდელები სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან და სამი ქულით უსწრებენ მიუნხენის ბაიერნს, რომელმაც ამავე ტურში აუგსბურგი 3-2 დაამარცხა.