ბოროტი, აგრესიული და არასამართლიანი - ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი შუმახერის შესახებ
ბოროტი, აგრესიული და არასამართლიანი - ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი შუმახერის შესახებ

ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა ნიკ ჰაიდფელდმა განაცხადა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ყოველთვის მოსწონდა, როგორც ადამიანი, მაგრამ არა, როგორც მრბოლელი.

42 წლის გერმანელის თქმით, მისი თანამემამულე ზედმეტად ხისტი იყო ბრძოლაში და ხანდახან ზღვარს ცდებოდა.

„ბოქსებში მიხაელი ყოველთვის ერთ-ერთი სასიამოვნო ადამიანი იყო: ყურადღებიანი და მზრუნველი, მუდმივად მზად იყო დასახმარებლად, მაგრამ ტრასაზე სულ სხვა ადამიანად გადაიქცეოდა ხოლმე: ბოროტი, მეტისმეტად აგრესიული და ხანდახან, უსამართლო. ფორმულა 1-ში გამოსვლისას, რამდენიმე სულელური საქციელი ჩაიდინა, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი იყო“, – განაცხადა ჰაიდფელდმა.

2013 წლის დეკემბერში, მიხაელ შუმახერმა თხილამურებით სრიალისას თავის ტრავმა მიიღო და დღემდე აღდგენით კურსს გადის.