ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

09:09, 12.12.2019

ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ, – ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტებისგან – იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალურ მდივან რაფაელე პანიოცისგან მიიღო.

2020 წლის თებერვალში ბორჯომ-ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ფესტივალი-2025-ის შემფასებელი კომისიის წევრები ესტუმრებიან.

სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC-ს 2020 წლის 31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს.

მსგავსი