ბორის ჯონსონს შვილი შეეძინა
ბორის ჯონსონს შვილი შეეძინა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს, კერი კიმონდს ვაჟი შეეძინათ. როგორც წყვილის სპიკერი აცხადებს, დედისა და ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით უცნობია, აიღებს თუ არა ბორის ჯონსონი დეკრეტულ შვებულებას.

„დედა და ახალშობილი ძალიან კარგად არიან. პრემიერ-მინისტრი და ქალბატონი სიმონდსი მადლობას უხდიან ეროვნული ჯანდაცვის სერვისის არაჩვეულებრივ ჯგუფს“, – აცხადებს ბორის ჯონსონისა და მისი საცოლის სპიკერი.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამსახურებრივ მოვალეობებს გასულ ორშაბათს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელდა.