ბორის ჯონსონის მრჩეველს კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევაში ადანაშაულებენ
ბორის ჯონსონის მრჩეველს კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევაში ადანაშაულებენ

„გარდიანის“ ცნობით, პოლიციამ დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის მრჩევლის, დომინიკ ქამინგსის მიერ ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

მედიის ცნობით, „კოვიდ-19“-ის სიმპტომების მიუხედავად, ის საკუთარი მშობლების სახლში, დარჰემში იმყოფებოდა.​

ქამინგსი კორონავირუსის სიმპტომების გამო ლონდონში თვითიზოლაციაში იყო გადასული. დარჰემში მისი დაფიქსირების შემდეგ, ორ საათში ის სიმპტომების გართულების ფონზე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციას ქამინგსის ადგილმდებარეობის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებმა შეატყობინა.

მომხდარის გამო, მოსახლეობის ნაწილი​ ქამინგისის გადადგომას ითხოვს.