ბორის ჯონსონი - რუსეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, ყველაფერს გავაკეთებ პუტინის ომის მანქანის გამოფიტვისთვის
ბორის ჯონსონი - რუსეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, ყველაფერს გავაკეთებ პუტინის ომის მანქანის გამოფიტვისთვის

რუსეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ბუჩასა და ირპინში მშვიდობიან მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ სამართლის აღსასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.

„რუსეთის საზიზღარი თავდასხმები ირპინსა და ბუჩაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ პუტინი და მისი არმია უკრაინაში სამხედრო დანაშაულს სჩადიან. კრემლის ვერც ერთი უარყოფა ან დეზინფორმაცია ვერ მალავს იმას, რაც ყველამ ვიცით, რომ სიმართლეა – პუტინი სასოწარკვეთილია, მისი შეჭრა მარცხდება და უკრაინის სიმტკიცე არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. ყველაფერს გავაკეთებ პუტინის ომის მანქანის გამოფიტვისთვის. გაერთიანებული სამეფო უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების მხარდაჭერის სათავეშია“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.