ბორის ჯონსონი - როდესაც ვამბობთ, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს, ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ
ბორის ჯონსონი - როდესაც ვამბობთ, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს, ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ

როდესაც ვამბობთ, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს, ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას განაგრძობს.

ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოსა და პარტნიორების ყველა ნაბიჯი უზრუნველყოფს, რომ პუტინმა იგრძნოს საკუთარი ქმედებების შედეგი.

„ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, რომელთა დაცვაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ჰუმანიტარული სიტუაცია უარესდება“, – განაცხადა ჯონსონმა.