ბორის ჯონსონი - რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ დავტოვებთ ევროკავშირს 31 ოქტომბერს
ბორის ჯონსონი - რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ დავტოვებთ ევროკავშირს 31 ოქტომბერს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ის ევროკავშირს ბრექსიტის გადავადების შესახებ არ მიმართავს.

„ჩვენ დავტოვებთ ევროკავშირს 31 ოქტომბერს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სატელევიზიო მიმართვის დროს.

ჯონსონი მოუწოდებს პარლამენტს, მხარი დაუჭირონ მის გეგმას. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მისი მკაცრი პოზიცია ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება ქვეყანას.

პრემიერის გამოსვლამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბორის ჯონსონი ვადამდელი საყოველთაო არჩვენების დანიშვნას გეგმავდა. პრემიერი აცხადებს, რომ მას არ სურს ამ ნაბიჯის გადადგმა.

თემთა პალატა მუშაობას 3 სექტემბერს განაახლებს. ოპოზიცია ისეთი კანონის მიღებას გეგმავს, რომელიც ჯონსონს ვალდებულს გახდის, ევროკავშირს ბრექსიტის გადავადება 31 იანვრამდე მოსთხოვოს.

„არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამაზე არ წავლენ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დატოვე კომენტარი