ბორის ჯონსონი – პუტინის ბარბაროსულ ქმედებას წარმატების უფლება არ უნდა მივცეთ
პუტინის ბარბაროსულ სარისკო ქმედებას წარმატების უფლება არ უნდა მივცეთ, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დეტალებზე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ესაუბრა.
„ჩვენი ერთობლივი ყურადღება რჩება პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.
I’ve just spoken to @POTUS and updated him on my meeting with President @ZelenskyyUa in Kyiv this weekend.
Our joint focus remains on supporting President Zelenskyy and the Ukrainian people in their fight for freedom.
Putin’s barbaric venture cannot be allowed to succeed. pic.twitter.com/qAewW0flHl
— Boris Johnson (@BorisJohnson) April 12, 2022