ბორის ჯონსონი მშობლებს მოუწოდებს, სექტემბერში ბავშვები სკოლებში გაუშვან
ბორის ჯონსონი მშობლებს მოუწოდებს, სექტემბერში ბავშვები სკოლებში გაუშვან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მშობლებს მოუწოდებს, სექტემბერში ბავშვები სკოლებში გაუშვან. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სკოლებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შანსები ძალიან დაბალია და ბავშვები გაკვეთილების გაცდენით უფრო დაზარალდებიან.

„ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობდით ჩვენი სამეცნიერო და მედიცინის ექსპერტების მოწოდებებით. ჩვენ ახლა ბევრად მეტი ვიცით ვირუსზე, ვიდრე წლის დასაწყისში“, – განაცხადა ჯონსონმა.