ბორის ჯონსონი - ევროკავშირში შეცდომით არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ბრიტანეთი ორგანიზაციაში დარჩება
ბორის ჯონსონი - ევროკავშირში შეცდომით არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ბრიტანეთი ორგანიზაციაში დარჩება

ევროკავშირში შეცდომით არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ბრიტანეთი ორგანიზაციაში დარჩება, – ეს განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ბორის ჯონსონმა მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ევროკავშირში ძალისხმევა არ დაიშურონ, რათა ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკება შედგეს.

ბრექსიტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მხარეებმა 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე უნდა მიიღონ.