ბორის ჯონსონი - ევროკავშირს ბრიტანეთთან შეთანხმება თუ უნდა, ბრიუსელმა ე.წ. ბექსთოფზე უარი უნდა თქვას
ბორის ჯონსონი - ევროკავშირს ბრიტანეთთან შეთანხმება თუ უნდა, ბრიუსელმა ე.წ. ბექსთოფზე უარი უნდა თქვას

ევროკავშირს ბრიტანეთთან შეთანხმება თუ უნდა, ბრიუსელმა ე.წ. ბექსთოფზე უარი უნდა თქვას, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან საუბრისას განაცხადა.

„ბექსთოფი“ გარდამავალ პერიოდში ჩრდილოეთ ირლანდიის ევროკავშირის საბაჟო კავშირში და საერთო ევროპული ბაზრის შემადგენლობაში დარჩენას ითვალისწინებს.

ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა ანგელა მერკელთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა თემთა პალატაში ნათქვამი, რომ ბრიტანეთი სრულად უნდა მოემზადოს ალტერნატივისთვის, რაც 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოსვლას ნიშნავს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და გერმანიის კანცლერი შეთანხმდნენ, რომ კონტაქტზე იქნებიან.