ბორის ჯონსონი ბრიტანელ კანონმდებლებს მოუწოდებს, პატივი სცენ მოსახლეობის არჩევანს და 31 ოქტომბერს ბრექსიტს მხარი დაუჭირონ

20:56, 08.08.2019

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბრიტანელ კანონმდებლებს მოუწოდებს, პატივი სცენ რეფერენდუმზე მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანს და 31 ოქტომბერს ბრექსიტს მხარი დაუჭირონ.

„ვფიქრობ, პარლამენტის წევრებმა უნდა განახორციელონ ის, რასაც ჰპირდებოდნენ კვლავ და კვლავ ამ ქვეყნის ხალხს. მათ უნდა განახორციელონ 2016 წლის მანდატი და დატოვონ ევროკავშირი 31 ოქტომბერს“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.

მსგავსი