ბორის ჯონსონი - არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ ბრექსიტის თვეობით გახანგრძლივებას
ბორის ჯონსონი - არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ ბრექსიტის თვეობით გახანგრძლივებას

ხუთშაბათს კენჭისყრის გამართვის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის ინიციატივას პარლამენტი მხარს თუ არ დაუჭერს, ჯონსონი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. ამის შესახებ მან თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ ამის გახანგრძლივებას თვეობით. თუ პარლამენტი უარს იტყვის ბრექსიტის განხორციელებაზე, მთავრობა ასე გაგრძელებას ვერ შეძლებს და დიდი მწუხარებით უნდა ვთქვა, რომ მომიწევს ამ შეთანხმების უკან გამოწვევა, წინ წასვლა საყოველთაო არჩევნებისკენ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის პარლამენტმა კენჭი არ უყარა ბორის ჯონსონის მიერ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას, რის გამოც, ქვეყნის პრემიერი იძულებული გახდა, ბრექსიტის გახანგრძლივების მოთხოვნით ევროკავშირისთვის მიემართა.