ბორის ჯონსონი - აღმაშფოთებელია, რომ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ, ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანობის აღსრულება
ბორის ჯონსონი - აღმაშფოთებელია, რომ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ, ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანობის აღსრულება

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

„აღმაშფოთებელია, რომ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ. ჩვენ „ნოვიჩოკის“ მომაკვდინებელი შედეგები პირველად გაერთიანებულ სამეფოში ვნახეთ. ახლა რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, რა მოუვიდა ბატონ ნავალნის. ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ სამართლიანობა აღსრულდება“, – წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერში“.