ბორის ჯონსონი აცხადებს, „უმალ თხრილში იქნება მკვდარი“, ვიდრე ევროკავშირს ბრექსიტის გადადებას სთხოვს
ბორის ჯონსონი აცხადებს, „უმალ თხრილში იქნება მკვდარი“, ვიდრე ევროკავშირს ბრექსიტის გადადებას სთხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, „უმალ თხრილში იქნება მკვდარი“, ვიდრე ევროკავშირს ბრექსიტის გადადებას სთხოვს.

დასავლეთ იორკშირში, პოლიციის საწვრთნელ ცენტრში სტუმრობისას ბორის ჯონსონმა თქვა, რომ პარლამენტის მცდელობების მიუხედავად, აიძულოს მთავრობა ბრექსიტის თარიღის გადაწევა, შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს დატოვოს.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ჩიხური მდგომარების დასაძლევად ერთადერთი საშუალება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

4 სექტემბერს, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ძალისხმევით, პარლამენტის თემთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვით, ბრიტანეთს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა არ შეუძლია. კანონპროექტის ძალაში შესვლისთვის ლორდთა პალატის მხარდაჭერა და დედოფლის ხელმოწერაა საჭირო.