ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა სრულ პანიკაშია
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა სრულ პანიკაშია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლა სრულ პანიკაშია. განცხადება ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას გააკეთა.

ბორის ჯონსონის თქმით, პუტინს ეშინია, რომ მოსკოვში შესაძლოა, რევოლუცია მოხდეს, ამიტომ ცდილობს, „სასტიკად ჩააქროს თავისუფლების ცეცხლი“ უკრაინაში.

„მას ეშინოდა უკრაინის მაგალითის და შედეგების მისთვის, რადგან პუტინის რუსეთში შეიძლება, 50 წლით ჩაგსვან ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ შენ შეჭრას უწოდე შეჭრა. მას ეშინოდა, რომ მოსკოვში ფერადი რევოლუცია მოხდებოდა“, – განაცხადა ჯონსონმა.