ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ პარლამენტის მუშაობის შეჩერების საკითხზე დედოფალი არ მოუტყუებია

19:45, 12.09.2019

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მას დედოფალი ელისაბედ მეორე პარლამენტის მუშაობის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით არ მოუტყუებია.

პრემიერ-მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შოტლანდიის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ პარლამენტის შეჩერება არაკანონიერად ცნო.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა 10 სექტემბერს შეაჩერა. პარლამენტი მუშაობას 14 ოქტომბრამდე არ განაახლებს.

მსგავსი