ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არ დაუშვებს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არ დაუშვებს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არ დაუშვებს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“
ავრცელებს.

„არ მგონია, რომ ხალხი თვლის, რომ რეფერენდუმი სასარგებლოა ჰორმონებისთვის. ჩვენ უკვე გვქონდა ერთი რეფერენდუმი 2014 წელს . ასეთი რამ თაობაში ერთხელ ხდება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯეონი კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთის პოზიცია მიუღებელია.