ბორის ბეკერის ნივთები აუქციონზე იყიდება
ბორის ბეკერის ნივთები აუქციონზე იყიდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრის, გერმანელი ბორის ბეკერის სპორტული პრიზებისა და სუვენირების კოლექციიდან 82 ნივთი გამოიტანეს სააუქციო სახლის Wyles Hardy & Co-ის ონლაინ-ვაჭრობაზე, რომელიც 11 ივლისს დასრულდება.

გასაყიდად გამოტანილია მედლები, საათები, სპორტული ეკიპირება, აგრეთვე, უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის თასები. ერთ-ერთი ლოტია ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრობის ბეჭედი.

2017 წლის ზაფხულში, ბრიტანულმა სასამართლომ ბეკერი გაკოტრებულად გამოაცხადა, ერთ-ერთი ბანკის მიმართ დავალიანების გამო. ფინანსური პრობლემების მიზეზით, 51 წლის გერმანელი მიზერულ სარეკლამო კონტრაქტებს თანხმდება, გარდა ამისა, ის მზად არის ანაზღაურების სანაცვლოდ დაესწროს მდიდრულ წვეულებებს და სხვა კერძო ღონისძიებებს.