ბორის ბეკერი - ნადალისა და ფედერერის დომინირება სრულდება
ბორის ბეკერი - ნადალისა და ფედერერის დომინირება სრულდება

გერმანელ ლეგენდას ბორის ბეკერს მიაჩნია, რომ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი თავიანთი კარიერის დასკვნით ეტაპზე სერიოზული წარმატების მიღწევას ვეღარ შეძლებენ.

„დროა გამოვემშვიდობოთ ჩოგბურთელთა ამ თაობას. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ წარმატებით ითამაშონ 2019 წელს. მაგრამ ისე ხშირად ვეღარ შეძლებენ ამას. მე არ წავალ ნადალის წინააღმდეგ გრუნტზე ან ფედერერის წინააღმდეგ – ჰარდზე, მაგრამ მათი დომინირების ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა,“ – განაცხადა ბეკერმა Tennis World USA-სთან კომენტარში.