ბორის ბეკერი - 20 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, კარიერა დავასრულე
ბორის ბეკერი - 20 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, კარიერა დავასრულე

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, გერმანელმა ბორის ბეკერმა გულშემატკივრებს საკუთარი კარიერის დასრულების წლისთავის შესახებ შეახსენა.

ექვსგზის „დიდი სლემის“ ტურნირების გამარჯვებულმა 20 წლის წინ თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. 1999 წელს უიმბლდონის მეოთხე წრეში იგი ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ პატრიკ რაფტერთან დამარცხდა, ანგარიშით 3:6, 2:6, 3:6.