„ბორდოს“ თავდამსხმელი - მიქაუტაძის გოლები არ მაინტერესებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ლიგა 1-ში გადასვლა #1TVSPORT
„ბორდოს“ თავდამსხმელი - მიქაუტაძის გოლები არ მაინტერესებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ლიგა 1-ში გადასვლა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის გუნდელმა, „ბორდოს“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ჯოშ მაჯამ „გრენობლთან“ (3:0) დუბლი შეასრულა, 15 გოლი დაუგროვდა და ლიგა 2-ის ბომბარდირთან, გიორგი მიქაუტაძესთან (19) ჩამორჩენა ოდნავ შეამცირა.

ძნელი სათქმელია, ნიგერიელი ფეხბურთელი რამდენად გულწრფელია, მაგრამ ამტკიცებს, რომ მისთვის ინდივიდუალურზე წინ გუნდის წარმატება დგას და მხოლოდ „ბორდოს“ საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლაზე ფიქრობს.

„15 გოლი მშვენიერი შედეგია. „გრენობლთან“ მეტი თავისუფლება მომცეს და ვფიქრობ, კარგი თამაში ჩავატარე. ვგრძნობ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ამ მატჩში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. მთავარია, რომ კვლავ მონდომებით ვითამაშოთ და ვიმედოვნებთ, რომ მიზანს მივაღწევთ.

ჩემი მიზანი არაა 20 ან 25 გოლის გატანა. მსგავსი კონკრეტული ამოცანა სეზონის დაწყებამდე არ მქონია. არც იმაზე ვფიქრობ, დავეწევი თუ არა გიორგი მიქაუტაძეს. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ – ჩემი მიზანი „ბორდოს“ ლიგა 1-ში გადასვლაა და გუნდს ამაში უნდა დავეხმარო“, – ამბობს ჯოშ მაჯა.