„ბორდოს“ მწვრთნელი „იუვენტუსში“ მუშაობაზე ოცნებობს
„ბორდოს“ მწვრთნელი „იუვენტუსში“ მუშაობაზე ოცნებობს

„ბორდოს“ პორტუგალიელმა მწვრთნელმა პაულო სოუზამ ჟურნალისტებს სანუკვარი ოცნება გაანდო.

„ყოველთვის ვოცნებობდი მემუშავა გუნდში, რომელიც მხოლოდ უმაღლეს მიზნებს ისახავს, – ციტირებს სოუზას სიტყვებს Tuttosport. – იმედი მაქვს, რომ დადგება დღეს, როდესაც „იუვენტუსის“ მწვრთნელობის ღირსი გავხდები.

მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მაურიციო სარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა შეცდომა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ სარი კლუბის ისტორიაში საკუთარ კვალს დატოვებს. ის უმაღლესი დონის სპეციალისტია და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს“.

აღსანიშნავია, რომ 1994-1997 წლებში პაულო სოუზა „იუვენტუსში“ თამაშობდა.