„ბორდომ“ „პარიზი“ დაამარცხა და დაწინაურდა - დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „პარიზთან“ ურთულესი საშინაო შეხვედრა მოიგო (2:1) და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ბორდომ“ ერთ-ერთი პირველი სახიფათო მომენტი დავითაშვილის შეტევით შექმნა, მაგრამ მე-15 წუთზე მისი დარტყმა მცველმა დაბლოკა და გუნდი გადაარჩინა.
24-ე წუთზე ჟირონდელები ბოკელემ დააწინაურა, ხოლო 32-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა პენალტით ბარბეტმა გაზარდა. მართალია, 72-ე წუთზე პარიზელმა ლოპესმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ქართველის გუნდმა მოგება მაინც შეინარჩუნა – 2:1.
24 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 42 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, „სოშოს“ (40) გადაასწრო და გიორგი მიქაუტაძის „მეცთან“ (37) სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.