„ბორდო“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერს გამოისყიდის #1TVSPORT
„ბორდო“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერს გამოისყიდის #1TVSPORT

„ბორდო“ ზურიკო დავითაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს და ქართველ ფეხბურთელს ახალ სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებს, – ინფორმაციას Girondinfos-ი ავრცელებს.

„დავითაშვილის ტრანსფერში დაბალი ფასია გადასახდელი – 1,25 მილიონი ევრო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კონტრაქტის გამოსყიდვა სავალდებულო არ იყო, „ბორდოს“ გარემარბი საბოლოოდ დატოვებს ბათუმის „დინამოს“, სადაც თავი გამოიჩინა და საფრანგეთში მოხვდა“, – წერს Girondinfos.

22 წლის შემტევი ნახევარმცველი საფრანგეთის ლიგა 2-ის „ბორდოში“ ბათუმის „დინამოდან“ 2022 წლის 2 სექტემბერს ერთწლიანი იჯარით გადავიდა. დავითაშვილი სადებიუტო თამაშში გატანილი გოლით ახალ გუნდს „დიჟონთან“ გამარჯვებაში დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი 2018 წელს Guardian-მა მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფა-მ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.

დავითაშვილი საქართველოს ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს და 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა.