„ბორდო“ დავითაშვილის ტრანსფერზე არ ჩქარობს - თუ ხელსაყრელი შეთავაზება არ იქნება, გუნდი მას შეინარჩუნებს #1TVSPORT
„ბორდო“ დავითაშვილის ტრანსფერზე არ ჩქარობს - თუ ხელსაყრელი შეთავაზება არ იქნება, გუნდი მას შეინარჩუნებს #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის მიმართ, რომელიც ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს „ჯოკრის“ როლში მოევლინა, დაინტერესებას ევროპული კლუბები გამოხატავენ. „ბორდომ“ შეთავაზება უკვე მიიღო – ინფორმაციას webgirondins-ი ავრცელებს.

„ბორდომ“ დავითაშვილის ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო

„ბათუმის „დინამოდან“ დავითაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვა „ბორდოს“ ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ახლა ამაში ეჭვი არავის ეპარება, რადგან ბოლო დღეებში გუნდს ფეხბურთელთან დაკავშირებით ერთ-ერთმა კლუბმა ოფიციალური წინადადებით მიმართა.

ჟირონდელებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს. მათი გადაწყვეტილებით, თუ ფინანსურად სასურველი წინადადება არ იქნება, დავითაშვილი მომავალ სეზონშიც „ბორდოში“ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში 29 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ამჟამად საქართველოს 21-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად თამაშობს – ნიდერლანდებთან მატჩში ბრწყინვალე გოლი გაიტანა (1:1). მას ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრებში ათამაშებს.

22 წლის დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულებას Transfermarkt-ი 2,5 მილიონ ევროდ აფასებს. „ბორდოს“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვა 1,25 მილიონი ევრო დაუჯდება“, – წერს გამოცემა.