ბორდალასი მამარდაშვილზე - არ ვიცი, სხვაგან თუ იწვევენ, „ვალენსიას“ კი ძალიან გვეხმარება #1TVSPORT
ბორდალასი მამარდაშვილზე - არ ვიცი, სხვაგან თუ იწვევენ, „ვალენსიას“ კი ძალიან გვეხმარება #1TVSPORT

„ვალენსიას“ მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩამდე, რომელსაც „მესტალიაზე“ მისი გუნდი „რეალ ბეტისთან“ გამართავს, მედიას შეხვდა და მოთამაშეების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, გიორგი მამარდაშვილზე.

ღამურების“ მწვრთნელი ქართველი მეკარის მიმართ ნდობას მუდამ ავლენდა, მაგრამ ახლა პირველად განაცხადა, რომ მამარდაშვილის დაწინაურებით ამაყობს.

„მამარდაშვილი კმაყოფილებით მავსებს. მე ჩვეულებრივ არ ვტრაბახობ. მაგრამ ვამბობ იმას, რაც ფაქტია – არა მხოლოდ „ვალენსიაში“, არამედ იმ გუნდებშიც, სადაც აქამდე მიმუშავია, ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურებას და მათი სატრანსფერო ფასიც გაზრდას ვახერხებდი. ვფიქრობ, რომ გიორგიც მზარდი მეკარეა და მისი სატრანსფერო ღირებულებაც მეტი გახდება. როდესაც მამარდაშვილი ჩამოვიდა, მთხოვეს თამაშზე მისვლა. მეორე გუნდში უნდა ეთამაშა, მაგრამ წინააღმდეგ წავედი, რადგან მასში პოტენციალი დავინახე“ – ამბობს ხოსე ბორდალასი.

„ვალენსიას“ მწვრთნელმა ქართველი მეკარის წინსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„ყოველდღიური შრომის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ და ის გავხადეთ იმ დონის მეკარედ, რომლისაც ბევრს სჯერა. არ ვიცით, გააჩნია თუ არა შემოთავაზება სხვა კლუბიდან. ის ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც სჭირდება თამაშის ასპექტების გაუმჯობესება, ფეხით მუშაობის დახვეწა, ცოტა მშვიდი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ გიორგი ძალიან გვეხმარება, უკვე არაერთი ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და ყველაფერი კარგად მისდის“.