ბონუჩიმ „იუვენტუსიდან“ სკანდალური წასვლის დეტალებზე ილაპარაკა #1TVSPORT
ბონუჩიმ „იუვენტუსიდან“ სკანდალური წასვლის დეტალებზე ილაპარაკა #1TVSPORT

ბერლინის „უნიონის“ იტალიელმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „იუვენტუსიდან“ სკანდალური წასვლის შემდეგ ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ტურინული კლუბის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი 36 წლის ფეხბურთელს კარიერის დასრულებასა და მწვრთნელობის დაწყებას სთავაზობდა.

„ალეგრი მეუბნებოდა, რომ მე უნდა დავასრულო კარიერა ივლისში, რათა მწვრთნელი გავხდე. მე მას ვუპასუხე, რომ ვაპირებ თამაშის გაგრძელებას მინიმუმ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ბოლომდე“, – განაცხადა ბონუჩიმ Sport Mediaset-თან ინტერვიუში.

ბონუჩიმ ასევე ილაპარაკა „იუვენტუსიდან“ სკანდალური წასვლის დეტალებზე.

„მე ბევრი წავიკითხე და მოვისმინე ისეთი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობდნენ, რომ „იუვენტუსმა“ და ალეგრიმ ახალ სეზონთან დაკავშირებული სიტუაცია (რომ ჩემი გუნდში ხილვა არ სურდათ) ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გამაცნეს.

მაგრამ ეს ვერანაირად ვერ იქნება სიმართლე: გასული წლის ოქტომბერში მე ფაქტობრივად მომცეს „იუვენტუსში“ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, როცა ჩემი კონტრაქტი გააგრძელეს.

შემდეგ მწვრთნელის ინტერვიუში მოვისმინე, რომ მე ამა წლის თებერვალში შემატყობინეს, რომ აღარ ვიქნებოდი გუნდის ნაწილი. მაგრამ იმ დროს არანაირი ლაპარაკი არ მქონდა კლუბთან. მაგრამ რაღაცას ვგრძნობდი, რადგან ახალ ამბებში წავიკითხე, რომ აღარ შევდიოდი „იუვენტუსის“ გეგმებში.

შემდეგ, 13 ივლისს სპორტული დირექტორი ჯუნტოლი და მისი ასისტენტი მანა ჩემთან სახლში მოვიდნენ და დამამცირეს. მათ მითხრეს, რომ მე აღარ ვიყავი „იუვენტუსის“ ნაწილი. და რომ ჩემი გასახდელში ყოფნა ან სათადარიგოთა სკამზე ჯდომაც კი ხელს შეუშლის კლუბის განვითარებას“, – განაცხადა ბონუჩიმ.