ბონუჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ სურს
ბონუჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ სურს

ტურინის „იუვენტუსის“ მიერ ამსტერდამის „აიაქსის“ ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიხტის შეძენის შემდეგ, ლეონარდო ბონუჩის გასხვისების საკითხი კვლავ აქტუალურია. იტალიელი მცველის კლუბიდან წასვლის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა იწერება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის შეძენით ორი გრანდი – „მანჩესტერ სიტი“ და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ არიან დაინტერესებულები.

„კორიერე დელო სპორტი“ (Corriere dello Sport) იტყობინება, რომ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შეთანხმების დეტალები უახლოეს პერიოდში გავრცელდება.