ბონუჩი - იტალიის ჩემპიონატში თამაში ძალიან რთულია
ბონუჩი - იტალიის ჩემპიონატში თამაში ძალიან რთულია

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ, პრესასთან სერია A-სა და თავის ტრანსფერზე ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ „რეალს“ მისი შეძენა სურდა, თუმცა „სამეფო კლუბი“ უარით გაისტუმრა.

„ზედიზედ შვიდჯერ დავეუფლეთ სკუდეტოს, ახლა კი „ნაპოლისთან“ 13 ქულიანი უპირატესობა გვაქვს. ეს მარტივი სულაც არ ყოფილა და არც ახლაა. იტალიური ფეხბურთი ძალიან გაიზარდა. ახლა აქ თამაში ძალიან რთულია. იყო დრო, როდესაც ჩვენ სხვა კლუბებთან შედარებით ბევრად მაღლა ვიდექით, „მილანს“, „ინტერსა“ და „ნაპოლის“ ვეთამაშებოდით, თუმცა აზრი არ ჰქონდა, რადგან ჩემპიონობა მაინც ჩვენ გვრჩებოდა, რადგან ისინი ძალიან სუსტები იყვნენ. ახლა ყველა მათგანს უდიდესი გამოცდილება აქვს.

იჩენდა თუ არა „რეალი“ ყურადღებას ჩემ მიმართ? კი, იჩენდა, ეს იყო სიამაყის პერიოდი ჩემს კარიერაში, რადგან როდესაც ასეთი კლუბი შენით ინტერესდება, ესე იგი რაღაცას წარმოადგენ“, – განაცხადა ბონუჩიმ.