ბოლტი სრულფასოვანი ფეხბურთელი ხდება
ბოლტი სრულფასოვანი ფეხბურთელი ხდება

ავსტრალიურმა საფეხბურთო კლუბმა „სენტრალ კოსტ მარინერსმა“ იამაიკელ – უსაინ ბოლტს, სრულფასოვანი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ESPN-ს 32 წლის ყოფილი მძლეოსნის აგენტმა – რიკი სიმსმა განუცხადა.

სპრინტში რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ავსტრალიურ კლუბთან წინასწარი შეთანხმება აქვს. „მარინერზი“ ბოლტის მუშაობით კმაყოფილი დარჩა და მასთან კონტრაქტის გაფორმება სურს.

უფრო ადრე ბოლტმა, მალტას „ვალეტასთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე, უარი განაცხადა. მალტური კლუბი მძლეოსნობის ლეგენდას ორწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდა.

დატოვე კომენტარი