ბოლქვაძე მერვედფინალში დამარცხდა, კობლიაშვილი მეოთხედფინალშია

15:40, 26.10.2018

რობერტ კობლიაშილი (87) მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. მერვედფინალურ შეხვედრაში მან მასპინძელი, უნგრეთის ნაკრების წევრი ვიქტორ ლორინცი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

შეხვედრა 3:3 დასრულდა და კობლიაშილმა უნგრელ მეტოქეს ბოლო ქულის უპირატესობით მოუგო. კობლიაშილი მეოთხედფინალში თურქ მეტეჰან ბაშარს დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, ოქროს მედლისათვის ბრძოლას გამოეთიშა შმაგი ბოლქვაძე (67) , რომელიც ირანელ მოაჰამადალი გარეისთან დამარცხა. ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ქართველი 4-2 იგებდა, თუმცა ირანელმა ორქულიანი ილეთი შეასრულა და ბოლო ქულის უპირატესობით მოიგო.

მსგავსი