ბოლქვაძე ამერიკის ღია ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ფინალშია
ბოლქვაძე ამერიკის ღია ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია.

ბოლქვაძე ნახევარფინალში კორეელი ჰანს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. წაგებული პირველი სეტის შემდეგ, ქართველი შესანიშნავად ათამაშდა და მატჩის სათავისოდ შემოტრიალება შეძლო – 2:6, 6:2, 7:5.

ბოლქვაძე ამერიკის ღია ჩემპიონატის ძირითად ბადეში მოსახვედრად ჩინელი ხუს დაუპირისპირდება. ამ მატჩში გამარჯვება ქართველისთვის უკვე ძალიან დიდი წარმატება იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეიტინგში ბოლქვაძე 202-ე ადგილს იკავებს, ხუ კი სიაში 215-ეა.