ბოლონიაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
ბოლონიაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

იტალიის ქალაქ ბოლონიაში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ბოლონიაში მსვლელობა ულტრამემარჯვენე პარტიის „ახალი ძალის“ (Forza Nuova) მიერ იყო ორგანიზებული. მათ წინააღმდეგ ადგილობრივი მემარცხენე აქტივისტები გამოვიდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. სამართალდამცველებმა საპასუხოდ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ბოლონიაში ულტრამემარჯვენეების აქცია ევროპარლამენტის დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდებოდა.