„ბოლონია“ ფავორიტია იბრაჰიმოვიჩის გაფორმებაზე
„ბოლონია“ ფავორიტია იბრაჰიმოვიჩის გაფორმებაზე

„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახლოს არის იტალიაში დაბრუნებასთან.

დიდი ალბათობით, 38 წლის შვედი დატოვებს MLS-ს – მას კონტრაქტი ამერიკულ გუნდთან 2019 წლის 31 დეკემბერს ეწურება. გაზეთ „კორიერე დელო სპორტის“ მონაცემებით, იბრაჰიმოვიჩი კარიერას „ბოლონიაში“ გააგრძელებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა პირადად დაურეკა ზლატანს და მოუწოდა მას იტალიაში ჩასვლისკენ – საკუთარი თავისა და ქვეყნის გასართობად.

ცნობილია, რომ იბრაჰიმოვიჩი მეგობრობს მიხაილოვიჩთან, რომელიც, დღეისთვის ლეიკემიისგან მკურნალობის კურსს გადის.

შვედი ფორვარდი 10 დეკემბრამდე მიიღებს გადაწყვეტილებას.

წელს, ფეხბურთელმა MLS-ში 31 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი